მთავარი საქართველოლეგიონერები თორნიკე ოქრიაშვილის გოლი და გიორგი ქვილითაიას დებიუტი ,,ანორთოსისში”

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი და გიორგი ქვილითაიას დებიუტი ,,ანორთოსისში”

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში ფამაგუსტაში ,,ანორთოსისმა” ,,აპოლონთან” 1:3 წააგო.

შეხვედრაში ანგარიში ,,ანორთოსისის” ქართველმა ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა. ქართველმა ნახევარმცველმა გოლი მე-19 წუთზე გაიტანა.

თემურ ქეცბაიას გუნდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქვილითაიას დებიუტი შედგა. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ქვილითაიას და ოქრიაშვილის გარდა ,,ანორთოსისში” გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს.
დაუშვილმა ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ყველა ქართველმა მატჩი სრულად ითამაშა.

,,ანორთოსისმა” კვიპროსოს ჩემპიონატში პირველი შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.

თემურ ქეცბაიას შეგირდები მომდევნო შეხვედრას 24 სექტბერს, ევროპა ლიგაზე სტუმრად, ,,ბაზელის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი