მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკი ასანოიამასთან წააგო

აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკი ასანოიამასთან წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

იაპონიის დედაქალაქში სუმოს სუპერტურნირი აკი ბაშო გრძელდება.

დღეს, სუმოს სამშობლოში მე-9 დღის ორთაბრძოლები შედგა.

ქართველი რიკიში ტოჩინოშინი დღის ბოლო ორთაბრძოლაში ოძეკი ასანოიამას დაუპირისპირდა.
შერკინება დაძაბული აღმოჩნდა. ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა ქართველს უვატენაგეთი სძლია.

ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება და 5 მარცხი გააჩნია. მას კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, დარჩენილ 6 ბრძოლაში, კიდევ 4 მოგება სჭირდება.

სექტემბრის ბაშოს 7-2 ბალანსით 4 ლიდერი ოძეკი ტაკაკეიშო, სეკივაკე შოდაი, პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი და მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე ჰყავს.

ოძეკი ტაკაკეიშომ მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა ოშიდაშით დაამარცხა.

სეკივაკეების ბრძოლაში კი შოდაიმ დაიეიშოს ცუკიოტოშით სძლია.

ხვალ, ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება.
მიტაკეუმის მიმდინარე ბაშოზე 5 მოგების წილ, 4 მარცხი გააჩნია.

ოძეკი ტაკაკეიშო დოჰიოზე სეკივაკე დაიეშოს წინააღმდეგ წარსდგება.
ოძეკი ასანოიამა მე-5 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.
სეკივაკე შოდაი ურთიერთობას მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშისთან გაარკვევს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი