მთავარი საქართველოლეგიონერები ,,ლეხში” ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა

,,ლეხში” ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

პოლინეთის ექსტრაკლასის მე-4 ტურის შეხვედრაში პოზნანის ,,ლეხის” შემადგენლობაში ნიკა კაჭარავას დებიუტი შედგა.

პოზნანურ დერბიში კაჭარავა მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.

,,ლეხმა” მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში თანაქალაქელ ,,ვარტას” 1:0 მოუგო და მიმდინარე ჩემპიონატში პირველ გამარჯვება მოიპოვა.

კაჭარავაა გუნდი სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-10 ადგილზეა.

ვარშავაში, ვაკო გვილიას ,,ლეგია” ზაგლებიეს ,,გურნიკთან” 1:3 დამარცხდა.

გვილიამატჩის დასაწყისში მოქმედ ჩემპიონთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საქმეში 62-ე წუთზე ჩაერთო. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 1:3 გახლდათ.

ამ მარცხის შემდეგ ,,ლეგია” მე-6 ადგილმდე დაქვეითდა. კლუბ 6 ქულა გააჩნია.

ქართველი ფეხბურთელების ორივე გუნდი უახლოეს შეხვედრებს ევროპა ლიგაზე ჩაატარებს.
,,ლეხის” მოწინააღმდეგე კვიპროსის ,,აპოელი” იქნება.

,,ლეგია” კი შინ, კოსოვის კლუბ ,,დრიტას” დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი