მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველი ლეგიონერების 3 გუნდი ევროთასებზე 1/2 ფინალში გავიდა

ქართველი ლეგიონერების 3 გუნდი ევროთასებზე 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი, 2019/2020 წლების ევროთასების განახლებული სეზონის 1/2 ფინალში გავიდა.

ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში, გურამ გოგიჩაშვილის ,,რასინგ 92’’-მა ფრანგულ დერბიში ,,კლერმონს’’ სტუმრად, 36:27 სძლია და 1)2 ფინალში 26 სექტემბერს ინგლისურ ,,სარასენსს’’ უმასპინძლებს. განვლილ მატჩში ქართველ ბურჯს მონაწილეობა არ მიუღია.

ჩელენჯ ქაფის 1/4 ფინალში ბექა გიგაშვილის ,,ტულონმა’’ უელსურ ,,სკარლეტს’’ უმასპინძლა და ტაიმი 0:6 დათმო, თუმცა საბოლოოდ 11:6 მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა.

ფრანგთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიგაშვილი, რომელმაც მოედანზე 62 წუთი გაატარა, ბურთით 7-ჯერ შეუტია და 4 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა და 3-ჯერ გაახერხა თერნოვერი.

,,ტულონი’’ 26 სექტემბერს, ინგლისურ ,,ლესთერ თაიგერსს’’ შინ, დაუპირისპირდება. .

ბექა გორგაძის, ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ,,ბორდომ’’ შოტლანდიური ,,ედინბურგი’’ მიიღო და 23:14 დაამარცხა.

ჟირონდელთა შორის შეცვლაზე 47 წუთიდან ითამაშა ყაულაშვილმა, 5 შეტევით 7 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 4 ბოჭვა და ერთი თერნოვერი გაახერხა.

,,ბორდო’’ 25 სექტემბერს ინგლისში ,,ბრისტოლს’’ დაუპირისპირდება.

წყარო: rubgy.ge

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი