მთავარი მთავარი მამუკა გორგოძე: ,,რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები”

მამუკა გორგოძე: ,,რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები”

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

,,რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები”- აცხადებს ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე საზოგადოებრივი ტელევიზიის  ,,პირველი არხის” გადაცემა ,,ტაიმაუტში”.

გორგოძის აზრით, პირადი ამბიციები რაგბის განვითარებას ვერ წაადგება.
რაგბის საქმე უკეთ მაშინ იქნება, როდესაც პირველ კაცობას დავივიწყებთ,  ყველა დიდი თუ პატარა ერთ ნავში ჩავსხდებით და
რაგბის დასახმარებლად,  გავერთიანდებით.

მამუკა გორგოძე: ,,მე ყოველთვის მზად ვარ, რომ რაგბის გვერდით დავდგე. რიგითი ჯარისკაცი ვარ და ყოველთვის რიგით ჯარისკაცად დავრჩები  – რაგბის სამყაროსთვის თუ რამე შემიძლია, თუ რამე გამოცდილება მაქვს.

არ არის მნიშვნელოვანი იყო რამე პოსტზე, გვერდიდან ყოველთვის მზად ვარ, თუ კი ვინმეს რამე დასჭირდება, ან ჩემი რჩევა, ან ჩემი აზრის გაზიარება, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა.

შემოთავაზებები იყო, მაგრამ ყველას ისე ჰგონია, რომ აუცილებლად თანამდებობაზე უნდა იყოს, ყველას სკამი უნდა, პირველობა უნდა. მე არ ვარ ასეთი ამბიციური, მე საქმეში ვარ ამბიციური.
მაქსიმალისტი ვარ საქმეში და მიმაჩნია, რომ პოსტის მიუხედავად, შეგიძლია შენი ქვეყნისა და რაგბის სამსახურში იყო. როცა ამბიციებსა და პირველ კაცობას დავივიწყებთ, ყველა გავერთიანდებით რაგბის დასახმარებლად, დიდი და პატარა ერთ ნავში ჩავსხდებით და ერთი მიმართულებით წავალთ, მაშინ იქნება პროგრესი. პირადი ამბიციები რაგბის განვითარებას ვერ წაადგება.” – აცხადებს გადაცემა ,,ტაიმაუტში” ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე.

წყარო: 1tv.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი