მთავარი მთავარი ისტორიაში პირველად სიმონა ჰალეპი რომის მასტერსის ჩემპიონია

ისტორიაში პირველად სიმონა ჰალეპი რომის მასტერსის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის რუმინელი სიმონა ჰალეპის გამარჯვებით დასრულდა.

რომის მასტერსზე პირველ ნომრად განთესილმა ჰაკეპმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება პლიშკოვას ტრავმის გამო ნაადრევად, დამთავრდა.

შეხვედრის შეწყვეტის მომენტში სიმონა ჰალეპი ჩეხ მოწინააღმდეგეს 6-0, 2-1 უგებდა.

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ფინალამდე საჩემპიონო გზიდან იტალიელი ჯასმინ პაოლინი, უკრაინელი დაიანა იასტრემსკა, ყაზახი იულია პუტინცევა და ესპანელი გარბინ მუგურუსა ჩამოიცილა.

ჰალეპმა რომის მასტერსის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი ისტორიაში პირველად აღმართა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი