მთავარი მთავარი თბილისური გუნდები ,,დინამო” და ,,ლოკომოტივი” საქართველოს თასიდან გავარდნენ – ,,საბურთალო” და ,,ჩიხურა” 1/4 ფინალში გავიდნენ

თბილისური გუნდები ,,დინამო” და ,,ლოკომოტივი” საქართველოს თასიდან გავარდნენ – ,,საბურთალო” და ,,ჩიხურა” 1/4 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ბოლო ორი  1/4 ფინალსტი გამოვლინდა.

თბილისური გუნდების ,,საბურთალოსა” და ,,დინამოს” დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

,,საბურთალომ” საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს გოლი 52-ე წუთზე გაუტანა. თავი გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გამოიჩინა.
გამარჯვებულ გუნდის მწვრთნელის რანგში ლევან კორღალიძის დებიუტი შედგა.

საჩხერის ,,ჩიხურამ” თბილისის ,,ლოკომოტივს” 2-1 სძლია.
იმერული კლუბიდან გოლები გიორგი ბუხაიძემ და რუსმა გიორგი ბერეზოვმა გაიტანეს.
დედაქალაქელებიდან ე.წ. პრესტიჟის გოლი მაროკოელმა ომარ  იმრანმა შეაგდო.

,,საბურთალო” (თბილისი) 1:0 ,,დინამო” (თბილისი)
52′ მარგველაშვილი

,,ჩიხურა” (საჩხერე) 2:1 ,,ლოკომოტივი'” (თბილისი)
14′ ბუხაიძე (1-0) 21′ ბერეზოვი (2-0), 90+2′ იმრანი (2-1)

1/4 ფინალში ,,საბურთალო” ქუთაისის ,,ტორპედოს” შეხვდება.
,,ჩიხურა” კი ,,თბილისი სიტის” დაუპირისპირდება

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი