მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსზე ჩემპიონობა იზეიმა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსზე ჩემპიონობა იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

რომის მასტერსის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ჯოკოვიჩმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში არგენტინელ ჩოგბურთელ დიეგო შვარცმენს მოუგო.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა სამხრეთ ამერიკელი მოწინააღმდეგეს 2-სეტში 7-5, 6-3 სძლია.

ჯოკოვიჩმა ფინალამდე რომის კორტებზე ერთმანეთის მიყოლებით იტალიელი სალვადორე კარუზო, თანამემამულე ფილიპ კრაიანოვიჩი, გერმანელი დომინიკ კოპფტერი და ნორვეგიელი კასპერ რუუდი დაამარცხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსზე ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი