მთავარი მსოფლიოიტალია ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით ,,მილანმა” სერია A გამარჯვებით დაიწყო

ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით ,,მილანმა” სერია A გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

იტალიის სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში ,,მილანმა” მშობლიურ ,,სანსიროს” სტადიონზე ,,ბოლონიას” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

მატჩის გმირი ,,როსონერის” 38 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა.
მან ,,ბოლონიასთან” შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი 35-ე წუთზე ფრანგ თეო ერნანდესის პასით გაიტანა.

50-ე წუთზე კი ზლატანმა ,,მილანის” სასარგებლოდ დანიშნული პენალტის დარტყმა ითავა.
შვედმა ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია.

დარჩენილ დროში მილანელებმა შეხვედრა გამარჯვევამდე მშვიდად მიიყვანეა და სერია A-ში პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

,,მილანი” 2:0 ,,ბოლონია”
35′ 50′ პენ. იბრაჰიმოვიჩი (1-0, 2-0)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი