სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მე-4 დღის ბრძოლები გაიმართა.
ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ ტურნირზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა ამჯერად ბრაზილიელი კომოსუბი კაისეის წინააღმდეგობა დასძლია.
ბრძოლაში ქართველმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქე იორიკირის ილეთით დოჰიოდან გაიყვანა.
ლევან გორგაძეს კიუშუ ბაშოზე ბალანსი 3-1 გააჩნია.
დღეს, ბაშოზე ზედიზედ მე-4 მარცხი ტურნირის ერთადერთმა იოკოძუნამ იაპონელმა კისენოსატომ განიცადა. მან აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანთან წააგო.
ტოჩინოშინის თანაგუნდელი ტოჩიოძანი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია. მის გარდა ბაშოს წაუგებლად
ოძეკი ტაკაიასუ და კომუსუბი ტაკაკეიშო ლიდერობენ.
ლევან გორგაძე კიუშუ ბაშოზე მორიგ ბრძოლას ხვალ ჩაატარებს.
მისი მოწინააღმდეგე დასავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.