მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო

გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო.

სასტარტო მატჩი გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” ჩაატარა.

კანარის კუნძულელებმა დაძაბულ შეხვედრაში 5-ქულიანი სხვაობით 91:86 გაიმარჯვეს და ჩემპიონატი წარმატებით დაიწყეს.

გიორგი შერმადინი ,,ტენერიფეს” სათადარიგო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32:25 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 გახლდათ. გიორგი ამ მონაცემით, მხოლოდ ურუგვაელ თანაგუნდელ ბრუნო ფილიპალდოს ჩამორჩა.

,,ტენერიფე” მე-2 ტურის მატჩს სტუმრად, ბასკეტში ,,ბილბაოსთან” 23 სექტემბერს, ჩაატარებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი