მთავარი მსოფლიოინგლისი ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა ,,მგლები” დაამარცხეს

ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა ,,მგლები” დაამარცხეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მიმდიბარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა ვიცეჩემპიონმა ,,მანჩესტერ სიტიმ” ჩაატარა.

,,ქალაქელებმა” სტუმრად, ,,ვულვერჰემპტონი” 3:1 დაამარცხეს.

ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა კლუბმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგო.

მატჩში ანგარიში მე-20 წუთზე პენალტით გაუხსნა.
11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად მაბჩესტერელთა ბელგიელმა ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა გამოიყენა.

32-ე წუთზე რაჰემ სტერლინგის პასით ახალგაზრდა ფილ ფოდენმა იხეირა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

78-ე წუთზე ,,მგლებმა” ანგარიში შეამცირეს.
პორტუგალიელ დანიელ პედენსეს გადაცემა მექსიკელმა რაულ ხიმენესმა შეირგო.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა საბოლოო, ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
სამხრეთ ამერიკელს საგოლე პასით კევინ დე ბრუინი დაეხმარა.

,,მანჩესტერ სიტიმ” პრენიერლიგაში პირველ 3 ქულა მოიპოვა.

,,ვულვზი” 1:3 ,,მანჩესტერ სიტი”
20′ დე ბრუინი პენ. (0-1), 32′ ფოდენი (0-2), 78′ ხიმენესი (1-2), 90+5′ გაბრიელ ჟესუსი (1-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი