მთავარი მთავარი კირიბაიამამ კიუჯო გამოაცხადა – ოძეკი ასანოიამას მოგება უბრძოლველად ჩაეთვლება

კირიბაიამამ კიუჯო გამოაცხადა – ოძეკი ასანოიამას მოგება უბრძოლველად ჩაეთვლება

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

დღეს, სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე აკი ბაშოზე მე-10 დღის შეხვედრები უნდა გაიმართოს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ტურნირს ტრავმის გამო
მე-5 მაეგაშირა კირიბაიამა ჩაეხსნა.

კიუჯოს გამოცხადებამდე კირიბაიამას 6-3 ბალანსი ჰქონდა. მას დარჩენილ შეხვედრებში წაგება ჩაეთვლება და მაკე-კოჩიზე ანუ უარყოფით ბალანსზე გავა.

დღეს, კირიბაიამა ოძეკი ასანოიამას უნდა შეხვედროდა. მის გამოუცხადებლობის გამო ოძეკის გამარჯვება უბრძოლველად ჩაეთვლება.

ასანოიამას 7-3 ბალანსი გაუხდება და იუშოსთვის ბრძოლას გააგრძელებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი