მთავარი მთავარი აკი ბაშო მე-10 დღე: სეკივაკე მიტაკეუმიმ ტოჩინოშინი დაგვიმარცხა

აკი ბაშო მე-10 დღე: სეკივაკე მიტაკეუმიმ ტოჩინოშინი დაგვიმარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმის სუპერტურნირ აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-6 მარცხი იწვნია.

ლევან გორგაძემ ორთაბრძოლა სეკივაკე მიტაკეუმისთან დათმო.
მიტაკეუმიმ ჩვენებური დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა და ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ტიჩინოშინს ამ დროისთვის 4 მოგება და 6 მარცხი გააჩნია. მას კაჩი-კოშის მოპივებამდე 4 გამარჯვება აშორებს.
სექტემბრის ბაშოზე კი სულ 5 დღეა დარჩენილი.

ხვალ, გორგაძე კომუსუბი ენდოს შეხვდება. ენდოს ბალანსი ამჟამად, 3-6 გახლავთ.

ოძეკი ასანოიამას მეტოქის გამოუცხადებლობის გამო მოგება ჩაეთვალა და 7 მოგებით, 3 მარცხის წილ იუშოსთვის ბრძოლას აგრძელებს.

აკი ბაშოს 8 მოგებითა და 2 მარცხით ოძეკი ტაკაკეიშო, სეკივაკე შოდაი, მე-9 მაეგაშირა ონოშო, მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ და მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე ლიდერობენ.

დღის დასკვნით ორთაბრძოლაში ოძეკი ტაკაკეიშომ სეკივაკე დაიეიშო ოშიდაშით დაამარცხა.
სეკივაკე შოდაიმ მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოში დოჰიოდან იორიკირით გადადგა.
მე-9 მაეგაშირა ონოშომ ექს-ოძეკი ტაკაიასუს ჰატაკიკომით სძლია.

ხვალინდელი დღის ლიდერთა ბრძოლების განრიგი:
მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ : მე-9 მაეგაშირა ონოშო

მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე : მე-11 მაეგაშირა ჩიოტაირიუ

სეკივაკე შოდაი : მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუ

მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი : ოძეკი ტაკაკეიშო

ოძეკი ასანოიამა : კომუსუბი ოკინოუმი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი