მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი მის საყვარელ ჰამბურგის ტურნირსაც პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მის საყვარელ ჰამბურგის ტურნირსაც პირველივე წრეში გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება.

ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საჩოგბურთო პირველობაზე სასტარტო შეხვედრა წააგო და ტურნირს უსახელოდ, დაემშვიდობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ბოლო 2-გზის ჩემპიონი გახლდათ. ის პირველივე წრეში გავარდნის გამო ATP-ს რეიტინგში გვარიანად, დაქვეითდება.
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი 33-ე ჩოგანია.

ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილს ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა მოუგო.

პირინეელმა ქართველ მოწინააღმდეგეს 2-სეტში 6-4, 6-3 მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის 6 მარტის შემდეგ აღარ მოუგია. მეტიც, ქართველ ჩოგბურთელს ამ დროის განმავლობაში ერთ სეტშიც არ აქვს წარმატებას მიღწეული.

ბასილაშვილის სპორტული კარიერა უკან ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავის შემდეგ წავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგამდე 4 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ვერცერთ პირველობაზე პირველი ბარიერი ვერ დაძლია.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი