მთავარი მსოფლიოიტალია იტალიაში ახალგაზრდა მსაჯი მოკლეს

იტალიაში ახალგაზრდა მსაჯი მოკლეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

იტალიის ქალაქ ლეჩეში საკუთარ ბინაში ფეხბურთის მსაჯი დანიელ დე სანტისი და მისი მეგობარი გოგონას ელეონორა მანტა მოკლეს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ იტალიური სააგენტო ,,La Repubblica” ავრცელებს.

გარდაცვლილებს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სავარაუდო მკვლელი დანით ხელში დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს.
ინციდენტის ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სასწრაფოს ექიმებს 33 წლის დანიელ დე სანტისი და 30 წლის ელეონორა მანტა გარდაცვლილი დახვდათ.

დანიელ დე სანტისი იტალიის სერია B-სა და სერია C-ს შეხვედრებზე მსაჯობდა. 
მისი სამსაჯო დებიუტი 2017 წელს შედგა.
სანტისმა 3-წლის განმავლობაში 130 შეხვედრის განსჯა მოასწრო.

იტალიელი სამართალდამცველების მიერ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი