მთავარი საქართველოეროვნული ლიგა არჩილ ბენიძე: ,,გია გეგუჩაძე თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე გააგრძელებს”

არჩილ ბენიძე: ,,გია გეგუჩაძე თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე გააგრძელებს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

დღეს,  ,,ჯონი ბაკურიძის”  სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე  ბათუმის ,,დინამოს”
პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ  პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი და ფლამარიონ ჯოვინოს ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხებიც განმარტა.

არჩილ ბერიძე: ,,გუნდის ბოლო შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილება იყო. სიტუაცია გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გია გეგუჩაძე თავისი მოვალეობის შესრულებას მინიმუმ სეზონის ბოლომდე  გააგრძელებს.
ვფიქრობთ, რომ ეს სეზონი აუცილებლად იქნება წარმატებული. გუნდის მიზანი უცვლელია – საქართველოს ჩემპიონობა.
ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა  ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.
მოთამაშეებსა და ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება.
ვფიქრობ,  ეს ჩავარდნა წარსულს ჩაბარდება და გუნდი  შემდეგ მატჩს მომზადებული შეხვდება.

რაც შეეხება ჯოვინოს გუნდიდან წასვლას, მან ამ ნაბიჯის გადადგმა  თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის გამო, იჯარით ვოლგოგრადის ,,როტორში” გაგვეშვა. 

კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ჩავწერეთ ბრაზილიელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა. ახლა, როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან ახალი მოლაპარაკება დავიწყეთ, თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა მისთვის ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნქტს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით, რადგან იმ პუნქტს აამოქმედებდნენ.

ვფიქრობ, რომ ბათუმის ,,დინამო” დღესდღეობით წარმატებული გუნდია. უმაღლეს ლიგაში გადასვლიდან პირველივე წელს კლუბმა  ჩემპიონობისთვის იბრძოლა და ვიცეჩემპიონი გახდა. მეორე წელს კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. სადღაც წარუმატებლობა იქნება. ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მიზეზები უნდა გავაანალიზოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.” -აცხადებს აჭარული გუნდის პრეზიდენტი.

გია გეგუჩაძე  ბათუმის ,,დინამოს”
2018 წლის იანვრიდან წვრთნის. მან კლუბი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა, მომდევნო სეზონში კი გეგუჩაძის ,,დინამო” საქართველოს ვიცეჩემპიონი გახდა.

წყარო: dinamo.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი