მთავარი საქართველოლეგიონერები ჩემპიონთა ლიგა: ნიკა ნინუას ,,პაოკი” რუსეთში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგა: ნიკა ნინუას ,,პაოკი” რუსეთში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ერთმანეთს ადგილობრივი კლუბი და ნიკა ნინუას სალონიკის ,,პაოკი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და რუსული კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ნინუას ,,პაოკი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

30 სექტემბერს, ამ გუნდების განმეორებითი მატჩი საბერძნეთში შედგება.

,,კრასნოდარის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუა ,,პაოკის” განაცხადში იყო, თუმცა მწვრთნელებმა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე არ შეიყვანეს.

,,კრასნოდარი” (რუსეთი) 2:1 ,,პაოკი” (საბერძნეთი)
32′ პელკასი (0-1), 39′ კლაესონი პენ. (1-1), 70′ კაბელა (2-1)

,,სლავია” (ჩეხეთი) 0:0 ,,მიდტიულანდი” (დანია)

,,მაკაბი” (ისრაელი) 1:2 ,,ზალცბურგი” (ავსტრია)
9′ ბიტონი (1-0), 49′ სობისლაი (1-1), 57′ ოკუგავა (1-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი