მთავარი მსოფლიოNBA ,,დენვერ ნაგითსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში შეამცირა

,,დენვერ ნაგითსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში შეამცირა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში სიტუაცია დაიძაბა.

ორლანდოში გამართულ სერიის მე-3 შეხვედრაში ,,დენვერ ნაგითსმა” ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 8-ქულიანი სხვაობით 114:106 სძლია და ანგარიში 1:2 გახადა.

წაგების მიუხედავად, ორთაბრძოლის გმირი ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გახდა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა სამმმაგი დუბლი შეასრულა.
ჯეიმსმა პარკეტზე გატარებულ 37:15 წუთში 30 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.
ენტონი დევისმა ,,ანგელოზთა ქალაქის”‘ გუნდს 27 ქულა შესძინა.

,,დენვერიდან” კანადელმა ჯამალ მიურეიმ შესანიშნავად ითამაშა. გუნდის ლიდერმა პარკეტზე 43:43 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 28 ქულით, 8 მოხსნითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ჯერემი გრანტმა 26 ქულა დააგროვა.
22 ქულას თავი სერბმა ნიკოლა ჯოკიჩმა მოუყარა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას ამ დროისთვის ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 2:1 იგებს.
ეს გუნდები სერიის მე-4 შეხვედრას 25 სექტემბერს, ჩაატარებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი