მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა – უზბეკური მედია

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა – უზბეკური მედია

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

ტაშკენტის ,,ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური სააგენტო ,,tribuna.uz” ავრცელებს.

არველაძე ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. მას კარანტინში დარჩენა 14 დღის განმავლობაში მოუწევს.

ქართველი სპეციალისტი ,,ფახთაქორს” აზიის  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ირანულ ,,შაჰრი ხოდრუსთან” ვერ უხელმძღვანელებს. შეხვედრა 23 სექტემბერს,  ტაშკენტში უნდა გაიმართოს.

ზემოთაღნიშნულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შოთა არველაძეც იმყოფებოდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხი გასცა.
ქართველმა სპეციალისტთა COVID 19-ზე ტესტის პასუხი პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ,,ფახთაქორისთვის” ფინალის ტოლფასი იქნება.

შოთა არველაძის შეგირდები გამარჯვების შემთხვევაში ასპარეზობას  ფლეი-ოფში გააგრძელებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი