მთავარი ვიდეო VIDEO: ტოჩინოშინმა კომუსუბი ენდო დაამარცხა და მაკე-კოშიზე გაუშვა

VIDEO: ტოჩინოშინმა კომუსუბი ენდო დაამარცხა და მაკე-კოშიზე გაუშვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
137 ნახვა

დღეს, სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ დაპირისპირებაში ლევან გორგაძემ კომუსუბი ენდო დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად გიოჯების ანუ მსაჯების კონსილიუმი შედგა.
ისინი იმას იკვლევდნენ ენდო უფრო ადრე დაეცა დოჰიოზე თუ ტოჩინოშინი უფრო ადრე გავიდა დოჰიის მიღმა.

საბოლოოდ, გიოჯებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და ქართველ რიკიშის ჰატაკიკომით მოგება დაუფიქსირეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ლევან გორგაძეს 5 მოგება და 6 მარცხი აქვს.
კაჩი-კოშის მოსაპოვებლად კი სექტემბრის ბაშოზე დარჩენილ 4 ორთაბრძოლაში 3 მოგება ესაჭიროება.

ენდო კი მაკე-კოშიზე ანუ უარყოფით ბალანსზე გავიდა და შესაძლოა, მომავალ ბაშოზე კომუსუბის წოდება დაკარგოს და მაეგაშირას რანგში მოგვევლინოს.

ხვალ, ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდება.
ოკინოუმი დამარცხების შემთხვევაში მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსს გაიფორმებს.

ესეც ლევან გორგაძის გამარჯვების ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი