მთავარი მთავარი აკი ბაშოზე სიტუაცია დაიძაბა – იუშოსთვის ბრძოლას რამდენიმე რიკიში აგრძელებს

აკი ბაშოზე სიტუაცია დაიძაბა – იუშოსთვის ბრძოლას რამდენიმე რიკიში აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიუგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები ჩატარდა.

ტურნირის დასრულებამდე 4 დღით ადრე იუშოს ანუ ჩემპიონობის შანსს ერთბაშად, რამდენიმე რიკიში ინარჩუნებს.

ოძეკეა ასანოიამამ და ტაკაკეიშომ წარმატებით იასპარეზეს

ტაკაკეიშომ ოშიდაშით მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი დაამარცხა, ხოლო ასანოიამამ კი კომუსუბი ოკინოუმი უვატენაგეთი დაამარცხა და მაკე-კოშიზე ანუ უარყოფით ბალანსზე გაუშვა.

გამარჯვება იზეიმა სამივე სეკივაკემ.
მიტაკეუმიმ მე-5 მაეგაშირა კაგაიაკი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
შოდაიმ ექს-ოძეკი ტაკაიასუს ოშიდაშით სძლია
დაიეიშომ კი წარმატებას მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოშისთან მიაღწია.

ესეც აკი ბაშოს ლიდერთა სია:
9-2
ოძეკი ტაკაკეიშო
სეკივაკე შოდაი
მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე
მე-14 ტობიძარუ

8-3
ოძეკი ასანოიამა
პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი
მე-9 მაეგაშირა ონოშო

ხვალინდელი დღის განრიგი:
მე-14 ტობიძარუ : მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე
პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი :
მე-9 მაეგაშირა ონოშო
მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუ : სეკივაკებ მიტაკეუმი
სეკივაკე შოდაი : მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი
ოძეკი ასანოიამა : სეკივაკე დაიეიშო
კომუსუბი ენდო : ოძეკი ტაკაკეიშო

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი