მთავარი საქართველოლეგიონერები ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს კაპიტან ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა
,,Prosports.kz.” ავრცელებს.

ქართველების  ახლანდელმა კლუბმა ყაზახეთის ,,ტობოლმა” იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2020 წლის ბოლოს  დაემშვიდობებიან.
სიაში ორივე ქართველია მოხვედრილი.

,,ტობოლის” ხელმძღვანელების  განცხადებაში ნათქვამია, რომ  მომავალ სეზონიდან კლუბი აქცენტს ახალგაზრდა, სწრაფ ფეხბურთელებზე აიღებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,ტობოლს” კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური კრიზისი აქვს.
გუნდმა მიმდინარე სეზონში  ფეხბურთელებს ხელფასი 25%-ით შეუმცირა.

ჯაბა კანკავა ,,ტობოლის” ღირსებას 2018 წლიდან იცავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში ფრანგული ,,რეიმსიდან” აღმოჩნდა.
კანკავას გუნდში 74 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კვეკვესკირი კი ,,ტობოლს” 2017 წელს აზერბაიჯანის კლუბ ,,გაბალადან” შეუერთდა. მან იქიდან მოყოლებული 71 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი