მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძე: ,,დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს”

შოთა არველაძე: ,,დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი და ამჟამად ტაშკენტის ,,ფახთაქორის'” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე კორინავირუსის დაინფიცირების ფაქტს ადასტურებს.

არველაძე აცხადებს, რომ მას სწრაფი ტესტის მიხედვით ,,COVID 19” დაუდასტურდა. მან ასევე PCR ტესტიც გაიკეთა და პასუხს ელოდება.

შოთა არველაძე: ,,სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა.
დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხვორებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის.” – წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.

შოთა არველაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ქართველი სპეციალისტი ,,ფახთაქორს” ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი