მთავარი მსოფლიოესპანეთი ოფიციალურად: ალვარო მორატა ,,იუვენტუსში” დაბრუნდა

ოფიციალურად: ალვარო მორატა ,,იუვენტუსში” დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ესპანელი ფეხბურთელი ალვარო მორატა კარიეტას ტურინის ,,იუვენტუსში” გააგრძელებს.

მორატა მადრიდის ,,ატლეტიკომ” იტალიაში იჯარის წესით გაუშვა.
კლუბებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ესპანელი ფორვარდი ,,ბებერი ქალბატონის” რიგებში 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

27 წლის ალვარო მორატა ტურინის ,,იუვენტუსის” ღირსებას 2014–2016 წლებში იცავდა. მან იტალიურ კლუბში 63 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.
მორატამ იტალიაში 2-ჯერ სკუდეტო მოიგო. 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი დაისაკუთრა.

მორატა მადრიდის ,,რეალის” აღზრდილია. მას ,,სამეფო კლუბის”, ,,იუვენტუსისა” და ,,ატლეტიკოს” გარდა ლონდონის ,,ჩელსიში” აქვს ნათამაშები.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მორატას დებიუტი 2014 წელს შედგა. 6 წლის განმავლობაში ალვარომ ეროვნული გუნდის მაისურით 33 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი 17-ჯერ დალაშქრა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი