მთავარი კალათბურთი ,,VTB” ლიგაზე თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა

,,VTB” ლიგაზე თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში სტარტი ,,VTB” ლიგის გათამაშებამ აიღო.

თორნიკე შენგელიამ ,,ცსკას” რიგებში პირველი.ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

მოსკოვურმა კლუბმა ,,ასტანას” საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 33-ქულიანი სხვაობით 93:60 დაამარცხა.

შენგელია ,,ცსკას* სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა პარკეტზე სულ 03:19 წუთი გაატარა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მცირე დროში 2 ქულა და 2 მიხსნა მიითვალა.

მატჩის MVP მოსკოველთა ამერიკელი კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.
ჯეიმსმა 21 ქულა, 4 მოსხნა და 10 პასი დააგროვა.
ჯოელ ბოლომბოიმ და სერბმა ნიკოლა მილუტინოვიჩმა თავი 15-15 ქულას მოუყარეს.

,,ცსკა” ,,VTB” ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, პერმის ,,პარმასთან” გამართავს.
1 ოქტომბერს, კი ევროლიგაზე კატალონიაში ,,ბარსელონას” დაუპირპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი