მთავარი საქართველოლეგიონერები ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი გააკეთა – ,,ლეხმა” ევროპა ლიგაზე ,,აპოლონი” გაანადგურა

ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი გააკეთა – ,,ლეხმა” ევროპა ლიგაზე ,,აპოლონი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში პოლონური კლუბი პოზნანის ,,ლეხი” ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდის ნიკა კაჭარავას გუნდმა სტუმრად, ლიმასოლში ,,აპოელი” 5:0 გაანადგურა.

კაჭარავა ,,ლეხის” სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ნიკა კაჭარავას პასით პორტუგალიელმა პედრო ტიბამ შეხვდრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

,,ლეხი” ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ბელგიურ ,,შარლერუასა” და ბელგრადის ,,პარტიზანს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი