მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შოთა არველაძის კლუბი ტაშკენტის ,,ფახთაქორი” ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ტაშკენტელებმა ირანული კლუბი ,,შაჰრ ხოდრუ” შოთა არველაძის გარეშე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ცხადია, ქართველი სპეციალისტი ირანული კლუბის წინააღმდეგ ,,ფახთაქორს” ვერ დაეხმარა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი იალოლიდინ მაშარიფოვმა გაიტანა.

უზბეკურმა კლუბმა B ჯგუფში 11 ქულა დააგროვა და საუდის არაბეთის კლუბ ,,ალ ჰილალთან” ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასძლია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი