მთავარი მთავარი სასწაულის იმედად – თბილისის ,,ლოკომოტივი” ,,გრანადას” წინააღმდეგ წარსდგება

სასწაულის იმედად – თბილისის ,,ლოკომოტივი” ,,გრანადას” წინააღმდეგ წარსდგება

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე თბილისის ,,ლოკომოტივი” კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს დაიწყებს.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ,,რკინიგზელები” ესპანეთის უმშვენიერეს მხარე ანდალუსიაში ,,გრანადას” დაუპირისპირდებიან.

,,ნუერო ლოს კარმენესის” სტადიონზე გასამართ ორთაბრძოლაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებიან.
,,გრანადამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დაწყებიდან ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო.
ანდალუსიელებმა ბასკური გუნდები ,,ბილბაო” და ,,ალავესი” დაამარცხეს.

,,გრანადამ” ბოლო შეხვედრაში ,,ალავესს” 2:1 სძლია. იმ მატჩში გოლები ვეტერანმა რობერტო სილდადომ და ვენესუელელმა ფეხბურთელმა დარვინ მაჩისმა გაიტანეს.

,,ლოკომოტივმა” კი საქართველოს თასის 1/8 ფინალში საჩხერის ,,ჩიხურასთან” 1:2 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას იქ ,,ლოკომოტივი”‘ 16 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

,,გრანადა” და ,,ლოკომოტივი” ერთმანეთს ისტორიაში პირველად ხვდებიან.
მეტიც, ოფიციალურ მატჩში არც ,,გრანადას” უთამაშია არასდროს ქართულ გუნდთან და არც ,,რკიგზელებს” ესპანურთან.

ევროპა ლიგაზე ,,გრანადა” მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და ესტონეთის გუნდი ,,ტუეტა” 4:0 გაანადგურა.

,,ლოკომოტივმა” კი ერთმანეთის მიყოლებით ტურნირის მიღმა რუმინული ,,კრაიოვა” და მოსკოვის ,,დინამო” დატოვა.
თბილისელებმა ორივე გუნდს 2:1 მოუგეს.

,,გრანადასა” და ,,ლოკომოტივის” შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ,,სილქ უნივერსალი” შემოგვთავაზებს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი