მთავარი მთავარი კომუსუბი ენდომ ტოჩონოშინთან წაგების შემდეგ კიუჯო გამოაცხადა – ოძეკი ტაკაკეიშოს მოგება ჩაეთვალა

კომუსუბი ენდომ ტოჩონოშინთან წაგების შემდეგ კიუჯო გამოაცხადა – ოძეკი ტაკაკეიშოს მოგება ჩაეთვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე კომუსუბი ენდომ კიუჯო გამოაცხადა ანუ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ენდო სექტემბრის ბაშოს ტრავმის გამო ჩაეხსნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანება აქვს იაპონელ რიკიშის. ბოლოს ენდო ქართველ ტოჩინოშინს შეხვდა. მან ორთაბრძოლა ჰატაკიკომით წააგო და მაკე-კოჩი ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.

ამ დროისთვის ენდოს 3 მოგება და 8 მარცხი აქვს. მას დარჩენილ შეხვედრებში წაგება ჩაეთვლება და კომუსუბის წოდებას დაკარგავს.

დღეს, კომუსუბი ენდო ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა. მისი კიუჯოს გამო ტაკაჯეიშოს მოგება ჩაეთვლება და 10-2 ბალანსით აკი ბაშოს ლიდერად დარჩება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი