მთავარი მთავარი ევროპა ლიგა: თბილისის ,,დინამო” ფარერის კუნძულებზე ფავორიტის რანგში ჩავიდა

ევროპა ლიგა: თბილისის ,,დინამო” ფარერის კუნძულებზე ფავორიტის რანგში ჩავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

დღეს,  თბილისის ,,დინამო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ფარერის კუნძულების ჩემპიონ ,,კლაკსვიკთან” გამართავს.

ეს შეხვედრა ,,დინამოსთვის” ევროთასებზე საიუბილეო მე-100 იქნება.

,,ინჯექტორ არენაზე”  საქართველოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი მატჩს ფავორიტის რანგში ჩაატარებს.

ორივე გუნდი ევროპა ლიგამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა.

,,კლაკსვიკმა” პირველ რაუნდში სლოვაკეთის ჩემპიონი ბრატისლავას ,,სლოვანი” 3:0 დაამარცხა.
მეორე წრეში კი შვეიცარიაში ,,იანგ ბოისთან” 1:3 წააგო და რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

,,დინამომ” კი ჩემპიონთა ლიგაზე ალბანურ  ,,ტურანასთან” 0:2 მარცხის შემდეგ ევროლიგაზე უელსის ჩემპიონ ,,ქონაჰ ნომადსს” 1:0 სძლია და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

,,კლაკსვიკს” ფარერების ჩემპიონატში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. 

,,დინამომ”  საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ,,საბურთალოსთან” წააგო და ტურნირს 1/8 ფინალში გამოეთიშა.

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში პირველად შეხვდებიან.

თბილისელები ფარერებზე 21 ფეხბურთელით ჩავიდნენ.
ესენია:
როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, აკაკი შულაია, ირაკლი აზაროვი, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” შემოგვთაცაზებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი