მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიხტენშტეინს გადაუარა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიხტენშტეინს გადაუარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
148 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში “მიხეილ მესხის” სტადიონზე ლიხტრნშტეინის გუნდი 7-0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში ქართველებმა ორი გოლი გაიტანეს.

ანგარიში მე-18 წუთზე ზურა დავითაშვილმა გახსნა. 3 წუთის შემდეგ კი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “საბურთალოს” ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა კიდევ ორი გოლი შეაგდო და მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

52-ე წუთზე “რუსთავის” მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიამ კუნძულელების კარში მე-5 გოლი გაიტანა.

63-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა თამაზ ბაბუნაძემ ანგარიში 6-0 გახადა.

ბოლოს კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ივანაიძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში 7-0 დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელის ნაკრებმა აზერბაიჯანს 4-1 მოუგო.

საქართველო (U19)  7:0 ლიხტენშტეინი (U19) 

თბილისი, „მიხეილ მესხი“

გოლები: 18′ დავითაშვილი (1-0), 23′ გულიაშვილი (2-0), 49′ გულიაშვილი (3-0), 51’გულიაშვილი (4-0), 52′ კვარაცხელია (5-0), 63′ ბაბუნაძე (6-0), 80′ ივანიაძე (8-0)

საქართველო: ბულისკერია, გაბიტაშვილი, გელაშვილი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარციმელია, მექვაბიშვილი (70′ ფაცაცია), კვარაცხელია (ინგია 56), ბაბუნაძე (80′ ნანობაშვილი), დავითაშვილი (57′ გაბუნია), გულიაშვილი (56′ ივანიაძე)
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ლიხტენშტეინი: ლოსლი, გრაბერი, ბუჩელი, უნტერაინერი, სალანოვიჩი, იაგერი (58′ ჰილტი), ლუჩინგერი, შუპი (46’ბეკი), ნეტცერი (77’კაიზერი), გრაბერი; მილერი (ეგენბერგერი 46)
მწვრთნელი: მარტინ სტოკიასა

სატურნირო ცხრილში პირველი ტურის შემდეგ ვითარება ასეთია:

1. საქართველო 1 1 0 0 7-0 3

2. ისრაელი 1 1 0 0 4:1 3 

3.  აზერბაიჯანი 1 0 0 1 1:4 0 

4. ლინხტენშტეინი 1 0 0 1 0:7 

საქართველო 17 ნოემბერს, აზერბაიჯანს, ხოლო 20 ნოემბერს, ისრაელს დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი