მთავარი მთავარი ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მაკე-კოშის მიუახლოვდა

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე მაკე-კოშის მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოს მე-12 დღეს იაპონელ კომუსუბი ოკინოუმისთან წააგო.

სუმოს სუპერტურნირ აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა
მე-7 ორთაბრძოლა წააგო და სამწუხაროდ, მაკე-კოჩიზე ანუ უარყოფით ბალანსზე გასვლასთან ახლოსაა.

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა ჩვენებური დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე დარჩენილ 4 ორთაბრძოლაში ყველას მოგება სჭირდება, რათა ტურნირი კაჩი-კოშით ანუ დადებითი ბალანსით დაასრულოს.

ხვალ, გორგაძე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდება.
იაპონელ რიკიშის ამ დროისთვის თანაბარი ბალანსი 6:6 გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი