მთავარი მთავარი გიორგი ჭიაბრიშვილი: „გრანადასთან” გამარჯვება, ჩვენთვის კიდევ ერთი სასწაული იქნება”

გიორგი ჭიაბრიშვილი: „გრანადასთან” გამარჯვება, ჩვენთვის კიდევ ერთი სასწაული იქნება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

,,გრანადასთან”, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, თბილისის ,,ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, ,,ესტადიო დე ლოს კარმენესზე” პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

,,რკინიგზელთა” თავკაცმა აღნიშნა, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან მოუწევთ შეხვედრა. მისი აზრით, ,,გრანადას” კარგი შემსრულებლები ჰყავს და ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს.

ჭიაბრიშვილი აცხადებს, რომ ,,გრანადასთან” განარჯვება სასწაულის ტოლფასი იქნება.

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ და რეალურად, ,,გრანადასთან” გამოჩნდება, თუ რა დონეზე შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. ,,გრანადა” ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს და კარგი შემსრულებლები ჰყავს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ლა ლიგის წარმომადგენელთან შეხვედრა დიდი გამოწვევაა.

აქ გამარჯვება, ჩვენთვის კიდევ ერთი სასწაული იქნება. ,,გრანადასთვის” ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში უცნაური ამბავია; ჩვენთვის – არა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი; შიშისა და დაძაბულობის გარეშე ვითამაშებთ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ესპანელებისთვის ჩვენ უცნობი გუნდი ვართ, რომელსაც მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი ჰყავდა. ეს მათ ამოცანას უფრო ართულებს, რომ ,,ლოკომოტივის” კარგად გაცნობა მოახერხონ.

ჩვენი ბოლოდროინდელი კალენდრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ძალები სრულფასოვნად არ აღგვიდგენია. დღეს, 6 საათი ვიფრინეთ. თუმცა, ხვალინდელი მატჩი იმ კატეგორიიდანაა, ყველაფერი რომ უნდა დაივიწყო და ბოლომდე დაიხარჯო. -აცხადებს თბილისის ,,ლოკოკოტივის” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

დღეს, ,,გრანადასა” და ,,ლოკომოტივის” დაპირისპირება სტარტს 22:00 საათზე აიღებს.

ანდალუსიიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ,,სილქ უნივერსალი” შემიგვთავაზებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი