მთავარი მთავარი აკი ბაშოზე იუშოსთვის ბრძოლაში 3 რიკიში დაწინაურდა

აკი ბაშოზე იუშოსთვის ბრძოლაში 3 რიკიში დაწინაურდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ოძეკი ტაკაკეიშოს დღევანდელმა მოწინააღმდეგე კომუსუბი ენდომ კიუჯო გამოაცხადა. ამის გამო ტაკაკეიშომ მეათე გამარჯვება უბრძოლველად, მოიპოვა.

წარმატებას ბრძოლაში მიაღწია მეორე ოძეკიმ ასანოიამამ. მან სეკივაკე დაიეიშოს ოშიტაოშით მოუგო.

იუშოსკენ მიიწევს სეკივაკე შოდაი.
დღეს, მან მეათე გამარჯვება იზეიმა.
შოდაიმ მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი დიჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

სეკივაკე მიტაკეუმიმ ექს-ოძეკი ტაკაიასუსთან კატასუკაშით წააგო და 7-5 ბალანსით ლიდერებს გვარიანად ჩამორჩა.

ხვალ, ბაშოზე ლიდერთა ბრძოლა შედგება სეკივაკე შოდაი ოძეკი ტაკაკეიშოს შეერკინება.

ესეც ლიდერთა ბანძუკე:
10-2
ოძეკი ტაკაიეიშო
სეკივაკე შოდაი
მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ

9-3
ოძეკი ასანოიამა
მე-9 მაეგაშირა ონოშო
მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე

მე-13 დღე
ლიდერთა ბრძოლების განრიგი:
ოძეკი ასანოიამა : სეკივაკე მიტაკეუმი
სეკივაკე შოდაი : ოძეკი ტაკაკეიშო
პირველი მაეგაშირა ტერუნოფუჯი :
მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე
მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ : პირველი მაეგაშირა ტაკანოშო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი