მთავარი მთავარი გიორგი დემეტრაძე: ,,ბელარუსთან ისტორიული თამაშია და ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ მოვიგოთ”

გიორგი დემეტრაძე: ,,ბელარუსთან ისტორიული თამაშია და ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ მოვიგოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ კომენტარი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრაზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“  გააკეთა.

დემეტრაძე ბელარუსთან მატჩს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

გიორგი დემეტრაძე: ,,ისტორიული თამაში გველის, ვხვდებით ბელარუსის ნაკრებს. გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ ფორმაში არაა და ხვიჩა კვარაცხელიას ტვინის შერყევა ჰქონდა. ხვიჩას რომ ვუყურე, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია და დიდი მომავალი აქვს. არ ვიცი, ბელარუსამდე ეს ორი ფეხბურთელი როგორ იქნება, მაგრამ ეს ისტორიული თამაშია და ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ მოვიგოთ.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო მატჩით უკმაყოფილო დავრჩი, რადგან სტუმრები 10 კაცით თამაშობდნენ და მოგება შეგვეძლო. შეტევაში უფრო მეტად უნდა წავსულიყავით და უფრო მეტი აქტიურობა გამოგვეჩინა. შესაძლოა, მწვრთნელმა არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მეტს ველოდი. ეს მეგობრული კრიტიკაა, რადგან ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები უკეთესი იყოს“. -აცხადებს ,,პირველი არხის” გადაცემა ,,ტაიმაუტში” გიორგი დემეტრაძე.

გიორგი დემეტრაძესსაქართველოს ეროვნულ ნაკრებში 56 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. https://1tv.ge/

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი