მთავარი საქართველოეროვნული ლიგა მიხეილ აშვეთია: ,,ტორპედოში” ფინანსური პრობლემები არსებობს, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება და გამოსწორება შესაძლებელია”

მიხეილ აშვეთია: ,,ტორპედოში” ფინანსური პრობლემები არსებობს, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება და გამოსწორება შესაძლებელია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ქუთაისის ,,ტორპედოს” მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ კომენტარი გუნდში არსებულ ფინანსურ მდგომარეობის შესახებ იმერული კლუბის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.

აშვეთია აღიარებს, რომ კლუბში ფინანსური პრობლემები არსებობს, კლუბის ფეხბურთელები და სხვა პერსონალი რამდენიმე თვეა თვეა განახევრებულ ხელფასს იღებს,
თუმცა ამ პრობლემების მოგვარება და გამოსწორება შესაძლებელია.

მიხეილ აშვეთია: ,,მსურს, მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო.

სამწუხაროდ, ინფორმაციის გავრცელება არასწორი ფორმით მოხდა. ვადასტურებ, რომ გარკვეული კუთხით ფინანსური პრობლემები გუნდში არსებობს, თუმცა ამ პრობლემების მოგვარება და გამოსწორება შესაძლებელია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსურად ყველა კლუბი დაზარალდა. მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმება და რამდენიმე თვე კლუბის როგორც ფეხბურთელები, ისე პერსონალი განახევრებულ ხელფასს იღებდა. მჯერა, რომ ისევ მოლაპარაკებების საფუძველზე სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ ფაბიო მანინო გუნდს ასეთ რთულ პერიოდში გვერდში ბოლომდე დაუდგება. რომ არა ის, შესაძლოა, ,,ტორპედოს” დღევანდელ დღემდეც ვერ მოეღწია”. – აცხადებს მიხეილ აშვეთია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი