მთავარი მთავარი ფარერის კუნძულებზე განადგურებული საქართველოს ჩემპიონი – თბილისის ,,დინამომ” კლუბის სახელოვანი ისტორია შეარცხვინა

ფარერის კუნძულებზე განადგურებული საქართველოს ჩემპიონი – თბილისის ,,დინამომ” კლუბის სახელოვანი ისტორია შეარცხვინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
128 ნახვა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის ,,დინამო” ფარერის კუნძულებზე იქაურ კლუბ ,,კლაკსვიკთან” 1:6 განადგურდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ,,დინამოს” სახელოვან ისტორიაში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარეს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელიც ერთდროს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა და ამარცხებდა კიდეც დღესდღეობით ნახევრადსამოყვარულო კლუბებთან დიდი ანგარიშით მარცხდება.

ფეხბურთელებს გააზრებული არ აქვს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ,,დინამო” რიგითი ქართული გუნდი არ არის და როდესაც ამ კლუბის მაისურს მოირგებ ნებისმიერ შეხვედრაში თავი უნდა დადო.

რეალურად კი დღევანდელი ,,დინამოს” ფეხბურთელები დიდი ბოდიშით მაგრამ უგულოები, უამბიციოები, უთავმოყვარეები, უკლასოები და რაც ყველაზე მთავარია უნამუსოები არიან.

ცალკე სალაპარაკოა, რომან ფიფიას სრულიად უაზრო პოლიტიკა. ევროთასების წინ იმის მაგივრად, რომ გუნდი გააძლიეროს წამყვან ფეხბურთელებს უშვებს.

წელსაც ფიფიას თაოსნობით ჩემპიონი გუნდი დაშალეს და ,,დინამო” ქუთაისის ,,ტორპედოს” ფეხბურთელებითა და მთავარი მწვრთნელით ,,გააძლიერეს” შედეგად, მივიღეთ ,,ტირანასთან” 0:2 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე და დღევანდელი დიდი სირცხვილი ფარერებში.

ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხშირი ცვლამ ცუდი შედეგი მოგვიტანა.

მადლობა ფიფიას იმისთვის, რომ ,,დინამოს” აკადემია დაარსა,
მაგრამ ამ საშინელი დღის შემდეგ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან რომან ფიფია უნდა წავიდეს და გუნდში ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ,,დინამოს” დიდ ისტორიას აცნობიერებენ და გუნდისათვის ფინანსებთან ერთად სულსაც არ დაიშურებენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია დღევანდელი შავი დღე არაერთხელ განმეორდეს და ,,დინამოს” ანტირეკორდები გაგრძელდეს.

ახლა ,,კლაკსვიკის” გოლების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ და ამით ცეცხლზე ნავთის დასხმას არ დავიწყებთ.

უბრალოდ, ნახეთ ამ სამარცხინო მატჩის ოქმი და ის რა დონის ფეხბურთელებმა გაგვასწორეს მიწასთან.

კლაკსვიკი, ,,ინჯექტორ არენა”

,,კლაკსვიკი” (ფარერები) 6:1 ,,დინამო” (თბილისი, საქართველო)
22′ პავლოვიჩი (1-0), 58′ იოჰანსენი (2-0), 60′ 70′ კლეტსკარდი (3-0, 4-0), 71′ პერნაბუკო (4-1) 73′ კლეტსკარდი (5-1), 85′ ჯ. იოჰანსენი (6-1)

,,კლაკსვიკი”: იონსენი, კლეტსკარდი (81′ ჯ. იოჰანსონი) ფაერო, ვატნსდალი, ბრინკი, ანდერსენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (76′ შკრბეკი), ბიარტალიდი, იოჰანესენი (89′ დოლსიაკი), სტამბესო
მთავარი მწვრთნელი: მიკიალ ტომასენი

,,დინამო”: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობაური (75′ კუხიანიძე), ქიმაძე, პაპავა, ქარდავა, ურშულა (52′ პერამბუკო), ქავთარაძე, ზარია (61′ კუცია), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი