მთავარი მთავარი თბილისის ,,ლოკომოტივი” ევროპა ლიგას თავაწეული დაემშვიდობა

თბილისის ,,ლოკომოტივი” ევროპა ლიგას თავაწეული დაემშვიდობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ,,ლოკომოტივი” ანდალუსიაში ,,გრანადას” დაუპირისპირდა.

,,ესტადიო ნუევო ლოს კარმენესის”
სტადიონზე გამართულ შეხვედრაში
ქართულმა გუნდმა გულიანად იბრძოლა და შესაძლებლობის ფარგლებში მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია

,,გრანადამ” თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.

,,ლოკომოტივისთვის” წლევანდელი ევროთასები ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
თბილისელებმა ისტორიაში პირველად ევროპა ლიგაზე ორი ეტაპი გაიარეს და თავი არც დიდ გუნდთან შეირცხვინეს.

,,რკინიგზელებმა” რუმინული ,,კრაიოვა” და რაც ყველაზე მთავარია მოსკოვის ,,დინამო” დაამარცხეს.

მადლობა, ყველა ფეხბურთელს, გუნდის ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა, გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს.

ევროპა ლიგა
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი

გრანადა, ,,ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი”

,,გრანადა” (ესპანელი) 2:0 ,,ლოკომოტივი” (თბილისი, საქართველო)
48′ მაჩისი (1-0), 90+1′ მოლინა (2-0)
გაძევება: 59′ გაბაძე (,,ლოკომოტივი”)

,,გრანადა“: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (62′ სორო), მონტორო, მაჩისი (79′ პუერტასი), სოლდადო (67′ მოლინა)
მთავარი მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

,,ლოკომოტოვი”: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (60′ მჭედლიშვილი) შონია, დარცმელია, კირკიტაძე (76′ გავაშელიშვილი), იმრანი (70′ კობახიძე), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი