მთავარი მთავარი ლაშა ტალახაძე: ,,გულშემატკივრების სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა”

ლაშა ტალახაძე: ,,გულშემატკივრების სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
77 ნახვა

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა.

ლაშა ტალახაძე აცხადებს, რომ ყოველთვის სიკეთისა და სიყვარულის მხარეს იდგება და მისთვის გულშემატკივრების სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა.

ლაშა ტალახაძე: ,,ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისათვის.
თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მე მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობის ჩემი საქართველოს წინაშე.
სიტყვას დიდი ძალა აქვს. მე ჩემს თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებებიც.

სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელი და ეს პრინციპებია, რითაც მე ვცხოვრობ.
შეურაცყოფა, ძალადობა ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლო ეჭვის შეტანა მიუთებელი და დამამცირებელია.
მე ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს.
თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.
ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს” – აცხადებს ლაშა ტალახაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი