მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” ევროპის სუპერთასი აღმართა

,,ბაიერნმა” ევროპის სუპერთასი აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ,,პუშკაშ არენაზე” ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის ,,ბაიერნი” და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი ,,სევილია” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
ბავარიელებმა წარმატებას ოვერტაიმში მიაღწიეს.

შეხვედრაში ანგარიში ,,სევილიამ” გახსნა. ანდალუსუელების სასარგებლოდ მე-13 წუთზე პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანი ზუსტად არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა შეასრულა.

გაშვებული გოლის შემდეგ ბავარიელები გააქტიურდნენ და ესპანური გუნდის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.

34-ე წუთზე ,,ბაიერნმა” წონასწორობა აღადგინა.
პოლონელ რობერ ლევანდოვსკის პასით გოლი ლუკ გორეცკამ გაიტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ოვერტაიმშო გადავიდა.

დაპირისპირების ბედი 104-ე წუთზე გადაწყდა
ავსტრიელ დავიდ ალაბას პასით ,,რეკორდმაისტერს” გამარჯვება ესპანელმა ხავი მარტინესმა მოუტანა.

მიუნხენის ,,ბაიერნმა” ევროპის სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

ევროპის სუპერთასი
ბუდაპეშტი, ,,ფერენც პუშკაში”

,,ბაიერნი” 2:1 დ.დ. ,,სევილია”
13′ ოკამპოსი პენ. (0-1), 34′ გორეცკა (1-1), 104′ მარტინესი (2-1)

,,ბაიერნი“: ნოიერი, პავარი, ერნანდესი (99′ მარტინესი), ზულე, ალაბა (112′ ბოატენგი), გორეცკა (99′ დევისი), კიმიხი, სანე (70′ ტოლისო), მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ჰანს დიტერ-ფლიკი

,,სევილია“: ბონო, ნავასი, დიეგო კარლოსი, კოუნდე, ესკუდერო, ჯორდანი (94′ ვასკესი), ფერნანდო, რაკიტიჩი (56′ ო. ტორესი), სუსო (73′ გუდელი), ოკამპოსი, დე იონგი (56′ ელ ნესირი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი