მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი, გაძევებული გიორგი ქვილითაია და პენალტების სერიაში გამარჯვებული ბუდუ ზივზივაძე

გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი, გაძევებული გიორგი ქვილითაია და პენალტების სერიაში გამარჯვებული ბუდუ ზივზივაძე

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრები ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ჩაატარეს.

ქართველებით დახუნძლულმა ფამაგუსტას ,,ანორთოსისმა” დრამატულ, უხვგოლიან დაპირისპირებაში შვეიცარიაში ,,ბაზელთან” 2:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

თემურ ქეცბაიას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოთხივე ქართველი გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია იყო.

ლორიამ, დაუშვილმა და ქვილითაიამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

,,ანორთოსისში” სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ პენალტით 67-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე 2:3 შეამცირა, თუმცა კვიპროსულმა გუნდმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა.

50-ე წუთზე მსაჯმა ფამაგუსტელებს მოედნიდან თორნიკე ოქრიაშვილი გაუძევა.

დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა ევროპა ლიგის ფლეი-ოფის საგზური ბუდუ ზივზივაძის ,,ფერეჰვარმა”.
უნგრულმა კლუბმა ფრანგულ ,,რეიმსთან” პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

ბუდი ზივზივაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ევროპის ლიგის ფლეი-ოფში ,,ფერეჰვარი” ბელგიურ ლიეჟის ,,სტანდარდს'” სტუმრად, შეხვდება.

ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გააღწია ვაკო გვილიას ,,ლეგიამ”.
ვარშაველებმა შინ, კოსოვოს გუნდი ,,დრიტა” 2:0 დაამარცხეს.

გვილია შეხვედრაში 63-ე წუთზე ჩაერთო.

ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ,,ლეგიას” ბრძოლა საკუთარ კედლებში აზერბაიჯანულ ,,ყარაბახთან” მოუწევს.

ევროპა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები 1 ოქტომბერს, შედგება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი