მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მაკე-კოში გაიფორმა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მაკე-კოში გაიფორმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
74 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი 2 დღით ადრე გაიფორმა.

დღეს, ლევან გორგაძე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკისთან დამარცხდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ გიოჯებმა ანუ მსაჯებმა კონსილიუმი მოაწყვეს და იმის გამოკვლევას შეეცადნენ იაპონელი რიკიშის დოჰიოზე დანარცხების მომენტში გადადგმული ჰქონდა თუ არა ფეხი ტოჩინოშინს დოჰიოდან.

დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გიოჯებმა გამარჯვება ოშიდაშით ჩვენებურის მეტოქეს მიაკუთნეს.

ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 5 გამარჯვება და 8 მარცხი დაუგროვდა.

მაკე-კოჩი ქართველს ძვირად დაუჯდება და მომავალ ბაშოზე დაქვეითებული წოდებით წარსდგება. გორგაძე აკი ბაშოზე მე-4 მაეგაშირას რანგში გამოდიოდა

ხვალ, ტოჩინოშინი ბოლოსწინა ორთაბრძოლას ჩაატარებს. მისი მეტოქე ცნობილი მოგვიანებით გახდება.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი