მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა

აკი ბაშოზე ორხელისუფლებიანობა დამყარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე იუშოსთვის ანუ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ორი რიკიში სეკივაკე შოდაი და მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ დაწინაურდა.
ორივე სუმიტორს 11 მოგების წილ, ორი მარცხი გააჩნია.

სეკივაკე შოდაიმ ლიდერთა ორთაბრძოლაში ოძეკი ტაკაკეიშოს ცუკუოტოშით სძლია.
ტობიძარუმ კი პირველი მაეგაშირა ტაკანოშო ოკურიდაშით დაამარცხა.

წარმატებას მიაღწია ოძეკი ასანოიამამ. მან მეათე გამარჯვება სეკივაკე მიტაკეუმისთან უვატენაგეთი მოიპოვა.

იუშოსთვის ბრძოლის შანსს მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე ინარჩუნებს. დღეს, იაპონელმა რიკიშიმ უბრძოლველად მოიგო, რადგან მისმა დღევანდელმა მოწინააღმდეგემ პირველმა მაეგაშირა ტერუნოფუჯიმ ტრავმის გამო კიუჯო გამოაცხადა ანუ ტურნირი ნაადრევად დატოვა.

ხვალ, ბაშოს ლიდერები ოძეკებს დაუპირისპირდებიან.
შოდაი ასანოიამას შეერკინება.
ტობიძარუ კი ძალებს ტაკაკეიშოსთან მოსინჯავს.

აკი ბაშოს ლიდერთა სია ასეთია:
11-2
სეკივაკე შოდაი
მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ

10-3
ოძეკი ტაკაკეიშო
ოძეკი ასანოიამა
მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე
მე-9 მაეგაშირა ონოშო

მე-14 დღის ლიდერთა ბრძოლების განრიგი:
სეკივაკე შოდაი : ოძელი ასანოიამა
მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ : ოძეკუ ტაკაჯეიშო
მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგე : სეკივაკე მიტაკეუმი
მე-9 მაეგაშირა ონოშო : პირველი მაეგაშირა ტაკანოშო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი