მთავარი საქართველოლეგიონერები ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
68 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე
ესპანეთში დაბრუნდა და კარიერას საფეხბურთო კლუბ ,,ტენერიფეში” გააგრძელებს.

კაკაბაძე კანარის კუნძულების გუნდში შვეიცარიული ,,ლუცერნიდან” გადავიდა, სადაც 2018 წლიდან თამაშობდა და 37 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ასევე 4 საგოლე პასი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ,,ტენერიფესთან” ხელი ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა.

,,ტენერიფე” ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გამოდის.
კლუბმა მიმდინარე სეზონში 2 მატჩი ჩაატარა და ერთი მოიგო.

ოთარ კაკაბაძე თბილისის ,,დინამოს” აღზრდილია. 25 წლის ფეხბურთელს თბილისური გუნდისა და ,,ლუცერნის” გარდა ესპანურ ,,ხიმნასტიკში” და დანიურ ,,ესბიერგში” აქვს ნათამაშები.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთატ კაკაბაძეს 34 მატჩი აქვს ჩატარებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი