მთავარი მთავარი სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი შეიცვალა – ტურნირი ნოემბერში გაიმართება

სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი შეიცვალა – ტურნირი ნოემბერში გაიმართება

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

ჭიდაობა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქი შეიცვალა.

პლანეტის პირველობა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადის ნაცვლად სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ჩატარდება.

თურქმენეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი ქვეყანაში არსებული კორონავირუსის დაავადების მომატებული შემთხვევების გამო განაცხადა.
მათ პლანეტის პირველობის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები ვერ წარმოადგინეს.

ნოვი სადის ხალიჩაზე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის დიდებთან ერთად ახალგაზრდა მოჭიდავეებიც იბრძოლებენ.

სამბოს პლანეტის პირველობა სტარტს 5 ნოემბერს, აიღებს და 8 ნოემბრამდე გასტანს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი