მთავარი მსოფლიოNBA ბრძოლა გრძელდება – ,,ბოსტონ სელტიკსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში შეამცირა

ბრძოლა გრძელდება – ,,ბოსტონ სელტიკსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში ანგარიში შეამცირა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიკსმა” ,,მაიამი ჰიტის” 13-ქულიანი სხვაობით   121:108 სძლია და სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ,,ბოსტონის” ლიდერმა ჯეისონ ტატუმმა მოაგროვა.
ჯეილენ ბრაუნმა 26 ქულა მიითვალა.
გერმანელმა დანიელ ტეისმა 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

,,მაიამის” 23 ქულით სერბმა ნიკოლა დრაგიჩმა ულიდერა.
დანკან რობინსონმა თავი 20 ქულას მოუყარა.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას ,,მაიამი ჰიტი” 3:2 იგებს.

ამ გუნდების მე-6 ორთაბრძოლა 28 სექტემბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი