მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველი მორაგბეების ,,ბორდო” ,,ჩელენჯ ქაფს” 1/2 ფინალში გამოეთიშა

ქართველი მორაგბეების ,,ბორდო” ,,ჩელენჯ ქაფს” 1/2 ფინალში გამოეთიშა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ევროპული რაგბის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირ ,,ჩელენჯ ქაფზე” 1/2 ფინალური ორთაბრძოლა შედგა.

ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძის და  ბექა გორგაძის ,,ბორდო” ინგლისურ კლუბ ,,ბრისტოლს” დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლის ძირითადი დრო ფრედ 20:20 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებით დროში უკეთ ,,ბრისტოლმა” იასპარეზა და დრამატული ბრძოლა 32:20 მოიგო.

ქართველი მორაგბე ლექსო ყაულაშვილი ,,ბორდოს” მარქაფაში იყო და მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა.
ჟირონდელთა გუნდის განაცხადში ლაშა ტაბიძე და ბექა გორგაძე არ ყოფილან.

,,ბრისტოლი” ,,ჩელენჯ ქაფის” ფინალში ფრანგული ,,ტულონისა” და ინგლისურ  ,,ლესტერ ტაიგერსის” შორის გამარჯვებულ შეხვდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი