მთავარი მთავარი სეკივაკე შოდაი აკი ბაშოზე იუშოს მიუახლოვდა

სეკივაკე შოდაი აკი ბაშოზე იუშოს მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში სუპერტურნირი აკი ბაშოს დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, რიკიშებმა ბოლოსწინა მე-14 ტურის ორთაბრძოლები ჩაატარეს

იუშოსთვის ანუ საჩემპიონო ბრძოლაში სეკივაკე შოდაი ერთპიროვნულად გალიდერდა.

შოდაიმ ბრწყინვალე ორთაბრძოლა ჩაატარა და ოძეკი ასანოიამა დოჰიოზე ოშიტაოშით გააგორა.
ამ გამარჯვების შემდეგ სეკივაკე შოდაის 12 მოგება და 2 მარცხი გააჩნია. იგი ოძეკი ტაკაკეიშოს და მე-14 მაეგაშირა ტობიძარუს ერთი მოგებით უსწრებს.

ტაკაკეიშომ რამდენიმე წუთის წინ ტობიძარუს ჰატაკიკომით მოუგო.

იუშოს მაძიებელმა მე-8 მაეგაშირა ვაკატაკაკაგემ სეკივაკე მიტაკეუმისთან შიტატენაგეთი წააგო და ლიდერებს დასცილდა.

ამ დროისთვის იუშოს შანსს სეკივაკე შოდაი (12-2), ოძეკი ტაკაკეიშო (11-3) და მე-14 მაეგაშირა ტობიძარუ ინარჩუნებენ.

აკი ბაშოს ბოლო დღის შეხვედრების განრიგი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოდ, ერთმანეთის წინაშე ტობიძარუ: შოდაი და ოძეკები ასანოიამა და ტაკაჯეიშო წარსდგებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი