მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა მონღოლ ტამავაშის სძლია

აკი ბაშოზე ტოჩინოშინმა მონღოლ ტამავაშის სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ლევან გორგაძემ მე-2 მაეგაშირა მონღოლი ტამავაში დაამარცხა.

ჩვენებურმა აზიელი რიკიში დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

სამწუხაროდ, ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე 8 ორთაბრძოლა წააგო და მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.
მე-4 მაეგაშირას სტატუსის მქონე ქართველი მომავალ ბაშოზე უფრო დაბალი წიდებით გამოვა.

აკი ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი